25 აპრილი 2024,   13:48
ვრცლად
ზუგდიდის საბავშვო ბაღებში ბავშვების ნაწილი საჩუქრის გარეშე, ნაწილი კი საერთოდ ზეიმის გარეშე დარჩა

ზუგდიდის საბავშვო ბაღებში ბავშვების ნაწილი - საჩუქრის გარეშე, ნაწილი კი საერთოდ ზეიმის გარეშე დარჩა, რადგან ბაღებმა სწავლა დროზე ადრე შეწყვიტეს.

უჩვეულო ახალი წლის ზეიმი იყო ზუგდიდის სოფლების 44-ვე ბაღში. გამგეობამ 2500 აღსაზრდელი საჩუქრის გარეშე დატოვა. საბავშვო ბაღში მისულ მშობლებს ადმინისტრაციამ უთხრა, რომ სახელმწიფოს საჩუქრებისთვის თანხა არა აქვს. სწორედ ამიტომ მშობლება 3-3 ლარის შეგროვება და შვილებისთვის ახალი წლის ზეიმად ქცევა თავად გადაწყვიტეს.

ზუგდიდის მთავრობამ ვერც სოციალურად დაუცველი ბავშვებისთვის გამონახა თანხა. 

2500 აღსაზრდელმა წელს ბაღი 1 კვირით ადრე დაასრულა. 44 ბაღში სასწავლო პროცესი იმის გამო შეწყდა, რომ საბავშვო დაწესებულებებში საკვები ამოიწურა.

ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ თანხა, რომელიც 2017 წლის ბიუჯეტში საკვებსა და საჩუქრებზე იყო გამოყოფილი, ქალაქის მერიამ გაფლანგა და ტენდერიც ხელოვნურად ჩაშალეს. ოპოზიციის ბრალდებებს ზუგდიდს მერმა უპასუხა. 

 

 

ავტორები: თაკო სურგულაძე, ემა გოგოხია. 

დღის ამბები