20 აპრილი 2024,   13:40
ვრცლად
ბატონო მინისტრო და ბატონო მაღლაფერიძევ, ეს არ არის თქვენი ბაღჩა-ბოსტანი, ეს არის ჩვენი შვილების ქვეყანა - ხათუნა ცხადაძე

„რა უსიამოვნო მომენტზე ლაპარაკობთ, ბატონო მინისტრო. ეს არის, მინიმუმ, არასწორი და ჩემი აზრით, დანაშაულებრივი ქმედება და თქვენი სამინისტროს მიერ საკუთარი მოვალეობის არშესრულება,“ - ეს განცხადება მწერალმა და მთარგმნელმა, ხათუნა ცხადაძემ, განსხვავებულ აქცენტებში შს მინისტრის კომენტარის შეფასებისას გააკეთა, რომელმაც პოეტ ზვიად რატიანთან დაკავშირებული კადრების გავრცელებას "უსიამოვნო ფაქტი" უწოდა.

ხათუნა ცხადაძემ რატიანთან დაკავშირებული ვიდეოკადრების გაშუქების გამო, საზოგადოებრივი მაუწყებელიც გააკრიტიკა. 

„ორივე ინსტიტუციას, შს სამინისტროს და საზოგადოებრივ მაუწყებელს საზოგადოების წინაშე სხვაგვარი პასუხისმგებლობა აქვს. შსს არსებობს იმისთვის, რომ მოქალაქეები დაიცვას და არათუ არ იცავს მოქალაქეს, არამედ აყენებს ფიზიკურ, მორალურ შეურაცხყოფას, აწამებს, იღებს კადრებს და ამონტაჟებს ისეთი სახით, როგორითაც არ უნდა დაამონტაჟოს და ტელევიზიებს გადასცეს,“ - აღნიშნა ცხადაძემ. 

მთარგმნელის თქმით, საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს.

„ბატონო მინისტრო გახარიავ და ბატონო მაღლაფერიძევ, ეს არ არის არც თქვენი ბაღჩა-ბოსტანი და არც თქვენი საკუთრება, ეს არის ჩვენი შვილების ქვეყანა, ზვიად რატიანის შვილების ქვეყანა. ასეთი საქციელი არავის ეპატიება,“ - აღნიშნა ცხადაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები