25 აპრილი 2024,   08:25
ვრცლად
ნიკა მელიამ ვასაძეების 10 შვილიან ოჯახს ახალი წელი მიულოცა

ნაციონალური მოძრაობის პოლიტ საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ, ვარკეთილის დასახლებაში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახს ახალი წელი მიულოცა. მან ბავშვებს ტკბილეული და საახალწლო საჩუქრები მიუტანა.  

ვასაძეების 10-შვილიანი ოჯახიდან ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა სრულიად საქართველოს მიულოცა ახალი 2018 წელი.

„ვისურვებდი, რომ ჩვენს ქვეყანაში მრავალშვილიანობა არ იყოს და აღარ იყოს ასოცირებული სიძნელეებთან და განსაკუთრებით სიდუხჭირესთან. და ასევე მთელი გულით ვისურვებდი, რომ ბავშვის გაზრდა არ იყოს პრობლემების შემცველი ჩვენს სახელმწიფოში,“ - განაცხადა ნიკა მელიამ. 

დღის ამბები