24 აპრილი 2024,   12:39
ვრცლად
აშშ-ში ნიაგარას ჩანჩქერი გაიყინა

ამერიკის შეერთებულ შტატებში გაუსაძლისი ყინვებია. რეკორდულად დაბალი ტემპერატურა ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონებს დაატყდა თავს, რაც წინასაახალწლოდ მოსახლეობას მგზავრობაში უშლის ხელს.

რეგიონების ნაწილში ყინვა მინუს 12 გრადუსს აჭარბებს. გაიყინა ნიაგარას ჩანჩქერიც. პენსილვანიაში კი ორდღიანმა გადაუღებელმა თოვამ 59-წლიანი რეკორდი მოხსნა.

მეტეოროლოგების პროგნოზით, გაუსაძლისი ყინვები მომდევნო ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.  

დღის ამბები