19 აპრილი 2024,   12:22
ვრცლად
სამი ლოკაცია და 120 შემსრულებელი - გალა-კონცერტები თბილისის სამ რაიონში ზუსტად 23:00 საათზე დაიწყება

ახალი წლის დადგომამდე 3 საათზე ოდნავ ნაკლები რჩება. თბილისში წელს განსაკუთრებულად შეხვდებიან 2018 წელს.

დედაქალაქში ერთდროულად რამდენიმე ლოკაცია იქნება, სადაც ყველა თაობის 120-მდე მომღერალი გამოვა სცენაზე. კონცერტები პარალელურ რეჟიმში ევროპის მოედანზე, ვარკეთილში, მედიათეკის მიმდებარე სკვერსა და  გლდანში, სითი მოლის ავტოსადგომზე გაიმართება.

სამივე მათგანი ზუსტად 23:00 საათზე დაიწყება.

სამივე სცენაზე ყველაფერი მზად არის. თავად მომღერლები მოსახლეობას საახალწლო განწყობის შექმნას ჰპირდებიან და მოუწოდებენ ყველას, რომ არ დარჩნენ სახლში.

ორგანიზატორები ამბობენ, რომ თავადაც ზღაპრის მოლოდინში არიან და ახალი წლის ღამეს მოქალაქეებს ბევრი სიურპრიზი ელოდება.    

დღის ამბები