20 აპრილი 2024,   17:55
ვრცლად
პიროტექნიკის არასწორად გამოყენება - ორ მამაკაცს თითების ამპუტაცია დასჭირდა

ახალი წლის ღამეს არც ამჯერად ჩაუვლია უბედური შემთხვევების გარეშე. მთელი ღამის განმავლობაში სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებაში რამდენიმე ათეული ადამიანი მოათავსეს. მათ შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვებიც. მათი მდგომარეობა ამ დრომდე მძიმეა.

ორ მამაკაცს თითების ამპუტაცია დასჭირდა, ისინი ამ დრომდე კლინიკაში რჩებიან.

ყველა დაზარალებული პიროტექნიკის არასწორად გამოყენების გამო აღმოჩნდა ახალი წლის ღამეს კლინიკაში. შესაბამისი სამსახურები მოსახლეობას სწორედ პიროტექნიკის გამოყენებასთან დაკავშირებით რეკომენდაციას აძლევენ.

დღის ამბები