20 აპრილი 2024,   03:35
ვრცლად
ირანელმა ხალხმა გააცნობიერა, რომ მოპარული ფულით მათი ხელისუფლება ტერორიზმს აფინანსებს - ტრამპი

ირანში მიმდინარე მოვლენებს ტვიტერით ეხმაურება დონალდ ტრამპი. შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეფასებით, ირანელმა ხალხმა საბოლოოდ გამოიღვიძა და გააცნობიერა, რომ მოპარული ფულით მათი ხელისუფლება ტერორიზმს აფინანსებს.

დონალდ ტრამპს მიაჩნია, რომ ისლამური რესპუბლიკის რეჟიმი დიდ ხანს ვერ გასტანს და აცხადებს, რომ ვაშინგტონი ყურადღებით აკვირდება ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს.

მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო თეირანი ევროკავშირმაც გააკრიტიკა. ფედერიკა მოგერინის სპიკერის თქმით, ევროკავშირის უმაღლესი კომისარი უკვე დაუკავშირდა ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებს და აზრის გამოხატვის პატივისცემისკენ და მშვიდობიანი მანიფესტაციების უფლების დაცვისკენ მოუწოდა.

განცხადება გააკეთა ისრაელის პრემიერმინისტრმაც. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის პრეზიდენტის ბრალდებებს სასაცილო უწოდა.

„დღეს მოვისმინე პრეზიდენტ როუჰანის განცხადება, რომ ირანში აქციების უკან ისრაელი დგას. ეს არა თუ ტყუილია, არამედ უკვე სასაცილოა, როუჰანისგან განსხვავებით, არ მინდა დავამცირო ირანელი ხალხი, ისინი უკეთესს იმსახურებენ. მამაცი ირანელები გამოვიდნენ ქუჩებში, ითხოვენ სამართლიანობას და იმ ელემენტარულ თავისუფლებას, რაზეც ათწლეულებია რეჟიმი უარს ეუბნება. ირანის სასტიკი რეჟიმები ათობით მილიარდ დოლარს სიძულვილის გაღვივებაზე ხარჯავს, ნაცვლად იმისა, რომ ააშენონ საავადმყოფოები და სკოლები. ამიტომაა, რომ დღეს დედები და მამები ქუჩაში გავიდნენ. რეჟიმს ეშინია საკუთარი ხალხის, ამიტომაც სტუდენტებს ციხეებში ამწყვდევს და ბლოკავს სოციალურ ქსელებს. ირანელი ხალხი ჭკვიანი და ამაყი ერია. დარწმუნებული ვარ, ისინი აღარ შეშინდებიან და იბრძოლებენ საკუთარი თავისუფლებისთვის. სამწუხაროდ, ევროპული ქვეყნები ჩუმად სხედან და უყურებენ, როგორ გმირულად იღუპებიან ახალგაზრდა ირანელები ქუჩებში. ეს არ არის სწორი. მე არ ვაპირებ დუმილს, მაშინ როდესაც ეს რეჟიმი სიძულვილს აღვივებს ჩვენს ერებს შორის. მაგრამ ეს არ გამოუვათ. ერთ დღეს ეს რეჟიმი საბოლოოდ დაემხობა და ისრაელის მოსახლეობა და ირანელები გახდებიან მეგობრები,“- აღნიშნა ბენიამინ ნეთანიაჰუმ. 

დღის ამბები