25 აპრილი 2024,   05:56
ვრცლად
ხანძარი ნიუ იორკში - დაშავდა 12 ადამიანი

ამ წუთებში სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს ნიუ-იორკში. ბრონქსის რაიონში ისევ საცხოვრებელი კორპუსი იწვის. უკვე ცნობილია, რომ ხანძრის შედეგად 12 ადამიანი დაშავდა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.  

სამაშველო სამსახურის ინფორმაციით, შეტყობინება ხანძრის შესახებ გამთენიისას მიიღეს, რის შემდეგაც ადგილზე 200 კაციანი ჯგუფი გაიგზავნა.

მაშველებმა 4 სართულიან შენობიდან მოსახლეობის ევაკუაცია დროულად შეძლეს. ამ დროისთვის უცნობია, რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი. 

დღის ამბები