18 აპრილი 2024,   04:18
ვრცლად
ამპუტირებული თითები, სახის დამწვრობა და ნაფლეთი ჭრილობები - პიროტექნიკით დაშავებულთა რიცხვი იზრდება

ამპუტირებული თითები, სახის ძლიერი დამწვრობა და ნაფლეთი ჭრილობები - სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მხოლოდ ბოლო ორი დღის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით 70-მდე ადამიანმა მიიღო. მხოლოდ თბილისში კი ბოლო 2 დღის განმავლობაში კლინიკაში 44 დაშავებული აღმოჩნდა, მათგან 21 ბავშვია.

ბათუმის დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის ცენტრს პიროტექნიკით დაზარალებულმა 10-მა არასრულწლოვანმა მიმართა. ქუთაისში ასაფეთქებელი მოწყობილობით 12 ადამიანი დაშავდა. მათგან ექვსს მძიმე დაზიანებები აღენიშნებოდა და ოპერაციული ჩარევა დასჭირდა.

პიროტექნიკის არასწორი გამოყენების გამო ახალი წლის დღეებში პაციენტები კლინიკაში ყოველ წელს გადაჰყავთ, თუმცა წელს ჰოსპიტალიზირებულთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ასაფეთქებელი მოწყობილობების შეძენა ნებისმიერ მოქალაქეს, მათ შორის არასრულწლოვნებსაც შეუძლიათ.

მიუხედავად იმისა, რომ საახალწლო პიროტექნიკით დაშავებულთა რიცხვი საქართველოში ყოველწლიურად იზრდება, ქვეყანაში არ არსებობს მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც ასაფეთქებლების ხარისხს შეამოწმებს.

ავტორები: თეა ვაშალომიძე, ედიშერ მუშკუდიანი.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები