20 აპრილი 2024,   17:17
ვრცლად
მასშტაბური პროტესტი და არეულობა ირანში - აქცია თბილისში ირანის საელჩოსთანაც გაიმართა

ბოლო 8 წლის განმავლობაში ირანი ყველაზე მასშტაბურმა პროტესტმა მოიცვა. არეულობის შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 450 კი დაშავდა. სოციალურ ნიადაგზე დაწყებული დემონსტრაციების დარბევის შემდეგ პროტესტმა ანტისამთავრობო სახე მიიღო.

მეორე დღეა, თბილისში ირანის საელჩოს წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. თეირანიდან და ირანის სხვადასხვა ქალაქიდან იძულებით წამოსული მოქალაქეები აქციას მართავენ.

ირანში ხელისუფლებამ აქციები აკრძალა და ამტკიცებს, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება. დემონსტრაციები ფასების ზრდის გამო დაიწყო, თუმცა დარბევის შემდეგ ანტისამთავრობო ხასიათი მიიღო. მოსახლეობა სახელისუფლებო წრეებში მყოფ სასულიერო პირებს კორუფციაში ადანაშაულებს და მათ გადადგომას ითხოვს.

ირანის პრეზიდენტი და სულიერი ლიდერი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ და არეულობის პროვოცირებაში უცხო ქვეყნებს ადანაშაულებენ.

მსოფლიო ლიდერები ირანის ხელისუფლებას ღიად მოუწოდებენ აზრის გამოხატვის პატივისცემისკენ და მშვიდობიანი მანიფესტაციების უფლების დაცვისკენ. შეერთებული შტატების პრეზიდენტის შეფასებით, ირანელმა ხალხმა საბოლოოდ გამოიღვიძა და გააცნობიერა, რომ მოპარული ფულით მათი ხელისუფლება ტერორიზმს აფინანსებს.

მომიტინგეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო თეირანი ევროკავშირმაც გააკრიტიკა.

განცხადება ისრაელის პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. ბენიამინ ნეთანიაჰუმ ირანის პრეზიდენტის ბრალდებებს "სასაცილო" უწოდა.

დღის ამბები