24 აპრილი 2024,   06:54
ვრცლად
პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფმა პანკისის ხეობაში დაჭრილი ახალგაზრდის სახლში მიმდინარე საგამოძიებო პროცედურა დაასრულა

პროკურატურის საგამოძიებო ჯგუფმა პანკისის ხეობაში დაჭრილი ახალგაზრდის სახლში მიმდინარე საგამოძიებო პროცედურა რამდენიმე წუთის წინ დაასრულა.

თემირლან მაჩალიკაშვილის და, რომელიც თბილისიდან სპეციალურად ჩამოყვა ექსპერტთა ჯგუფს, აცხადებს, რომ სპეციალისტებმა ყველა ნივთმტკიცება ამოიღეს.

ნატა მაჩალიკაშვილს იმედი აქვს, რომ მომხდარი ფაქტის ობიექტურად გამოძიება მოხდება.

მისივე თქმით, არ გამოირიცხება, რომ საქმეში დამოუკიდებელი ექსპერტის ჩართვა გახდეს საჭირო.

შეგახსენებთ, რომ საძინებელ ოთახში, სადაც ახალგაზრდა დაჭრეს, მტკიცებულებები ადგილობრივმა საგამოძიებო ჯგუფმა სპეცოპერაციის დასრულებიდან მხოლოდ რამდენიმე საათის დაგვიანებით შეისწავლა.

დღის ამბები