20 აპრილი 2024,   04:49
ვრცლად
22 დაღუპული და 450 დაშავებული-ირანში ანტისამთავრობო გამოსვლების შედეგები მძიმეა

ათობით დაღუპული და ასობით დაშავებული - ექვს-დღიანი სახალხო პროტესტი ირანში შენელდა, მაგრამ პოლიტოლოგების მტკიცებით აიათოლას რეჟიმი შესუსტებულია. ირანის ხელისუფლებამ მოქალაქეების წინააღმდეგ უხეში ძალა გამოიყენა და სოციალური ქსელების და კომუნიკაციის საშუალებები დაბლოკა.

ირანის ლიდერები პროტესტის მიზეზად კვლავ საგარეო ფაქტორებს ასახელებენ, მაშინ როდესაც ქუჩაში გამოსული მოქალაქეების მოთხოვნები სულ სხვა ხასიათისაა.

ანტისამთავრობო გამოსვლები ირანის ყველა დიდ ქალაქში 6 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ბოლო მონაცემით საპროტესტო გამოსვლების დროს მომხდარი შეტაკებების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 450 კი დაკავებულია.

თბილისში ფიქრობენ, რომ ირანში 6-დღიანი პროტესტი შედეგს გრძელვადიან პერსპექტივაში აუცილებლად გამოიღებს და ქუჩაში გამოსულები მიზანს მაინც მიაღწევენ. ბოლო წლებია ირანის ხელისუფლება მთელს ფულად რესურს არა მოსახლეობის კეთილდღეობაზე არამედ, არმიის გაძლიერებასა და უცხოეთში მისი ინტერესების ლობირებაზე ხარჯავს.

დღის ამბები