20 აპრილი 2024,   13:26
ვრცლად
დასავლეთ ევროპის ქვეყნები ძლიერ შტორმს ისევ ებრძვიან

დასავლეთ ევროპის ქვეყნები ძლიერ შტორმს ებრძვიან. სტიქიას სახელწოდებით "ელეონორა" სამი ადამიანი ემსხვერპლა, 20-ზე მეტი კი დაშავდა. ორი ადამიანი ესპანეთის ბასკეთის სანაპიროზე დიდმა ტალღებმა გაიტაცა, ერთი კი საფრანგეთის ალპებში დაიღუპა.

ძლიერი ქარის გამო დაიხურა ეიფელის კოშკი.

სტიქიამ ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა, რის გამოც დენის მიწოდება ათასობით ოჯახს შეუწყდა. ამსტერდამის საერთაშორისო აეროპორტში ასობით რეისი გადაიდო.

შვეიცარიაში კი, ძლიერმა ქარმა ლიანდაგიდან მატარებლის ვაგონი გადააგდო, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაშავდა.

დღის ამბები