20 აპრილი 2024,   09:01
ვრცლად
სასჯელი კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლების გამოყენების გამო - სააკაშვილს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

მიხეილ სააკაშვილს, კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლების გამოყენების გამო, 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. მოსამართლე გიორგი არევაძემ საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეწყალების საქმეზე დამნაშავედ ცნო.

არგუმენტებით დასაბუთებული განაჩენი მხარეებს რამდენიმე დღეში ჩაბარდებათ, თუმცა სააკაშვილის იურისტებს არ აქვთ მოლოდინი, რომ დოკუმენტი სამართლებრივად გამართული იქნება. ყოფილი პრეზიდენტის სახაზინო ადვოკატი მოსამართლე არევაძეს კონსტიტუციის დარღვევაში ადანაშაულებს. მიხეილ სააკაშვილის დამცველი დარწმუნებულია, რომ განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებულია.

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მხარდამჭერები საქმის პროკურორს პოლიტიკური დაკვეთის შესრულებაში ადანაშაულებენ. თავად ირაკლი ნადარეიშვილი ოპონენტების შეფასებას მიხეილ სააკაშვილის ამ კონკრეტული საქმის მიმართ არ იზიარებს. პროკურატურის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი არა შეწყალების უფლების გამოყენების, არამედ თანამდებობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების გამო გაასამართლეს.

ადვოკატ ბექა ბასილაიას მიაჩნია, რომ დღევანდელი განაჩენი ქვეყნის ყველა სხვა მეთაურის გაფრთხილებაა. ადვოკატის მტკიცებით, გაჩნდა პრეცედენტი, რომ სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირების მიერ ექსკლუზიური უფლების გამოყენება ამიერიდან პროკურატურის რევიზიას დაექვემდებაროს. 

დღის ამბები