18 აპრილი 2024,   05:27
ვრცლად
ატენში ახალი წლის ღამეს 83 წლის ქალბატონი, სავარაუდოდ, რძლის დამ შეშის ნაპობით მოკლა

ატენში ახალი წლის ღამეს 83 წლის ქალბატონი, სავარაუდოდ, რძლის დამ შეშის ნაპობით მოკლა. გარდაცვლილის შვილის თქმით, კონფლიქტი ძმასა და მის ცოლის დას შორის მას შემდეგ დაიწყო, რაც ამ უკანასკნელს მათ სახლში ცხოვრების უფლება არ მისცეს.

გაბრაზებული ცოლის და კი დედის მოკვლით დაემუქრა. მკვლელობის ღამეს პოლიციამ სასტიკად ნაცემი მოხუცებული და რძლის და შემთხვევის ადგილზე გვერდიგვერდ ოთახში იპოვეს.

გორის რაიონის სოფელ ატენში ყვებიან, რომ მძიმედ დაშავებული მოხუცებული სასწრაფომ საავადმყოფოში გადაიყვანა, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ადგილობრივების მტკიცებით, დაკავებული ხშირად სვამდა, ხოლო მისი და პირველი ქმრის მკვლელობისთვის იყო ნასამართლევი.

მომხდარზე გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს. სავარაუდო დამნაშავე უკვე დაკავებულია და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში მას 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. 

ავტორი: იზო ჩუბინიძე.

დღის ამბები