25 აპრილი 2024,   22:56
ვრცლად
ერთგვარი შეტყობინება იყო ვოლსკის განცხადებაც, რომ შეიძლება გადახედილი იყოს სხვა შემთხვევებიც - სულხან სალაძე შეწყალების უფლების გამოყენებაზე საუბრობს

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე, სულხან სალაძე მიხეილ სააკაშვილის მიმართ გამოტანილ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას „არჩევანის“ ეთერში აფასებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 179 პატიმრის შეწყალების გამო, რომელთა შორის სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირები იყვნენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სულხან სალაძე აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე მოსამართლის დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოქვეყნებას ელოდება. 

სულხან სალაძე საქმის პროკურორის განცხადებას ეხმაურება, სადაც ირაკლი ნადარეიშვილი აღნიშნავს, რომ პროკურორის მხრიდან გადაცდომა ასევე, პასუხისგებაში მიეცემა. სულხან სალაძე აცხადებს, რომ პრეზიდენტის კონსტიტუციურ უფლებასთან გათანასწორება არასწორია.

„ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ერთგვარი შეტყობინება იყო თავად, ბატონი ვოლსკის განცხადებაც, რომ დიახ, შეიძლება გადახედილი იყოს სხვა შემთხვევებიც, თუკი იქ დადგება საკითხი, რომ უფლებამოსილებებს გადაამეტებს,“ - განაცხადა სალაძემ.

სალაძე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტის პასუხისმგებლობის საკითხი ამ საქმეში ასე არ უნდა დაყენებულიყო.

დღის ამბები