24 აპრილი 2024,   11:40
ვრცლად
ბექა ბასილაია მიხეილ სააკაშვილის საქმეში მოქწმეების ჩვენებებზე საუბრობს

„შეწყალების დაპირება, მსგავსი რამ არ ისჯება,“ - ეს განცხადება ადვოკატმა,  ბექა ბასილაიამ მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილების შეფასებისას გააკეთა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, 179 პატიმრის შეწყალების გამო, რომელთა შორის სანდრო გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებული პირები იყვნენ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბექა ბასილაიას თქმით, დაპირების თაობაზე გამოძიებას ჩვენებები ირაკლი ოქრუაშვილმა და მელნიკოვმა მისცეს, ხოლო ნინო ბურჯანაძე და ნოღაიდელი შეწყალების ფაქტთან დაკავშირებით არ იძლევიან.

„ნოღაიდელი და ბურჯანაძე ამბობენ, რომ სხვადასხვა წყაროდან, ოღონდ სახელს და გვარს არავინ არ ასახელებს, ფლობდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი გირგვლიანის საქმის კურსში იმყოფებოდა. მთელი ჩვენება არის თავიდან ბოლომდე ეს,“ - განაცხადა ბასილაიამ.

ბექა ბასილაიას თქმით, მელნიკოვის ჩვენება დათა ახალიამ ჩვენება უარყო. ხოლო ბასილაიას თქმით, ოქრუაშვილი ამბობს, რომ სანოძე და ახალაია პრეზიდენტის კაბინეტში ჰყავდა ნანახი და ოქრუაშვილი ვარაუდობს, რომ მათი საუბარი გირგვლიანის საქმეზე მსჯავრდებულ პირთა შეწყალების საქმეს შეეხებოდა.

დღის ამბები