25 აპრილი 2024,   07:31
ვრცლად
„საქართველოს ისტორიაში დაიწერა კიდევ ერთი, მორიგი სამარცხვინო ფურცელი" - ნიკა მელია

„სად არის სამართალი, რომ სამართლებრივი ანალიზი გააკეთო... საქართველოს ისტორიაში დაიწერა კიდევ ერთი, მორიგი სამარცხვინო ისტორიული ფურცელი, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტის საკუთარი უფლებამოსილების განხორციელებისთვის ბრალი კი არ წაუყენეს, შეუფარდეს, მსჯავრდებულია,“- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა. მან შეწყალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის წარდგენილ ბრალდებაზე ისაუბრა.

„საერთოდ არაფერი დაკლებია მიხეილ სააკაშვილს. „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლოს სამარცხვინო გადაწყვეტილებით გამამართლებელი განაჩენი გამოუტანა მიხეილ სააკაშვილს. ყველა ის ტყუილი, ცილისმწამებლური ჭორები, რომელსაც სააკაშვილს აბრალებდნენ, თავადვე გააქარწყლა,“- აღნიშნა ნიკა მელიამ.  

ენმ-ის წევრი „არჩევანის“ პირდაპირ ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ვოლსკის გაკეთებულ განცხადებასაც  გამოეხმაურა.

„როდესაც ვოლსკი იყო სახელმწიფო მინისტრის მოადგილე და მისი მინისტრი იყო გოგა ხაინდრავა, როგორ ბედავს ბატონი ვოლსკი ისაუბროს გირგვლიანის საქმეზე, რა მორალური უფლება აქვს, როდესაც მურუსიძე, შემოქმედი და ხელის დამფარებელი შემზარავი საქმისა, გირგვლიანის საქმე მაქვს მხედველობაში, არათუ გუნდის წევრად ჰყავს, არამედ სასამართლო სისტემა ჩააბარა,“- აღნიშნა ნიკა მელიამ. 

მან "ქართული ოცნება" გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ მას პასუხი მოეთხოვება. 

„ქართულ ოცნებას“ პასუხისგება კანონის წინაშე მისხალ-მისხალ მოეთხოვება"- აღნიშნა მელიამ. 

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები