19 აპრილი 2024,   18:06
ვრცლად
ტილერსონი ტრამპის შესახებ სკანდალური წიგნის გაყიდვაში გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტის დაცვას ცდილობს

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დონალდ ტრამპის შესახებ სკანდალური წიგნის გაყიდვაში გამოსვლის შემდეგ პრეზიდენტის დაცვას ცდილობს.

რექს ტილერსონმა ტელეკომპანია CNN-ის ეთერში განაცხადა, რომ დონალდ ტრამპის ფსიქიკურ ჯანმრთელობაში ეჭვი არასდროს შეუტანია.

ჟურნალისტ მაიკლ ვულფის წიგნში საუბარია იმის შესახებ, რომ უახლესი გარემოცვის წევრები დონალდ ტრამპს ბავშვად მიიჩნევენ, რომელსაც ყველაფერი დაუყოვნებლივ უნდა შეუსრულო.

წიგნის ავტორმა ტელეკომპანია NBC-თვის მიცემულ ინტერვიუში თეთრი სახლის ბრალდებასაც უპასუხა, რომ მას დონალდ ტრამპთან არ უსაუბრია. ვულფის თქმით, საარჩევნო კამპანიის პერიოდში და ინაუგურაციის შემდეგ პრეზიდენტთან სამი საათი აქვს გატარებული.

წიგნი სახელწოდებით "ცეცხლი და მრისხანება დონალდ ტრამპის თეთრ სახლში" 200-ზე მეტ ინტერვიუს ეფუძნება.

დღის ამბები