20 აპრილი 2024,   16:11
ვრცლად
ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა

ტორონტოს საერთაშორისო აეროპორტში ორი თვითმფრინავი ერთმანეთს შეეჯახა.

სამგზავრო ლაინერს, რომელიც მექსიკიდან რამდენიმე წუთის წინ დაეშვა, სადგომიდან გამოსული ცარიელი თვითმფრინავი შეეჯახა და ცეცხლი მოედო.

ბოინგის ბორტზე 168 მგზავრი და ეკიპაჟის 6 წევრი იმყოფებოდა. ინციდენტის შემდეგ ყველა მათგანის ევაკუაცია უვნებლად განხორციელდა.

მომხდართან დაკავშირებით დაიწყო გამოძიებაც.

დღის ამბები