19 აპრილი 2024,   18:03
ვრცლად
შეწყალების კუთხით პრეზიდენტის დადანაშაულებამ შეიძლება, ეჭვის ქვეშ დააყენოს ნებისმიერი პრეზიდენტის ყველა გადაწყვეტილება - ფიქრია ჩიხრაძე

„შეწყალების კუთხით პრეზიდენტის დადანაშაულება შეიძლება, იყოს პრეცედენტული ხასიათის და ეჭვის ქვეშ დააყენოს ნებისმიერი პრეზიდენტის ყველა აქამდე მიღებული ან მომავალში მისაღები გადაწყვეტილება,“ - ეს განცხადება პრეზიდენტის მრჩეველმა, ფიქრია ჩიხრაძემ, შეწყალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის სამი წლით თავისუფლების აღკვეთის შეფარდებაზე გააკეთა.

ფიქრია ჩიხრაძის თქმით, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯზე შესაძლოა, უარყოფითად აისახოს.

„ეს არის პოლიტიკურადაც და სამართლებრივადაც ძალიან პრობლემური საკითხი. პოლიტიკურად პრობლემურია იმ კუთხითაც, რომ ძალიან გაჭირდება, თუნდაც, საერთაშორისო საზოგადოებისთვის ახსნა, რომ ყოფილი პრეზიდენტი ამ კუთხით არის დადანაშაულებული,“ - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები