19 აპრილი 2024,   15:33
ვრცლად
არასწორი ინტერპრეტაციაა, რომ ვიღაცა პრეზიდენტს შეწყალების უფლების გამოყენებისთვის ასამართლებს - მამუკა მდინარაძე

„აბსოლუტურად არასწორი ინტერპრეტაციაა, რომ ვიღაცა პრეზიდენტს ასამართლებს შეწყალების უფლების გამოყენებისთვის,“ - ეს განცხადება ფრაქცია ქართული ოცნების თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, შეწყალების საქმეზე მიხეილ სააკაშვილისთვის პატიმრობის შეფარდებაზე გააკეთა.

მმართველი გუნდის წარმომადგენლის შეფასებით, მოსამართლის გადაწყვეტილებით სააკაშვილი არა შეწყალების უფლების გამო გაასამართლეს, არამედ იმის გამო, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა ეს უფლება ბოროტად გამოიყენა.

„რეალურად საქმე გვაქვს უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასთან. ეს არის აბსოლუტად არასწორი ინტერპრეტირება და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა,“ - აღნიშნა მამუკა მდინარაძემ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები