20 აპრილი 2024,   14:39
ვრცლად
ირანში ექს-პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი დააკავეს

ირანში ყოფილი პრეზიდენტი მაჰმუდ აჰმადინეჯადი დააკავეს.

ინფორმაციას არაბული გაზეთი ავრცელებს, რომელიც ლონდონში გამოიცემა.

ალ-ქუდს ალ-არაბის ცნობით, ექს-პრეზიდენტი ანტისამთავრობო გამოსვლების მხარდაჭერისა და წახალისების გამო დააპატიმრეს და მისთვის შინა პატიმრობის შეფარდებას აპირებენ.

პუბლიკაციის თანახმად, ოფიციალურმა თეირანმა მაჰმუდ აჰმადინეჯადს ხელისუფლების მისამართით საჯაროდ გაკეთებული კრიტიკული განცხადებები არ აპატია.

ქალაქ ბუშერში სიტყვით გამოსვლის დროს ექს-პრეზიდენტმა მოქმედი ხელისუფლება კორუფციაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ქვეყანას არ უნდა მართავდნენ ის საერო და სასულიერო ლიდერები, რომლებიც მოსახლეობის პრობლემებსა და რეალურ გამოწვევებს ვერ ხედავენ.

აჰმადინეჯადის განცხადება თეირანში ანტისამთავრობო მიტინგების წახალისებად შეაფასეს. ირანის მოქმედმა პრეზიდენტმა ისიც კი განაცხადა, რომ მისმა წინამორბედმა კონფრონტაციის გზა აირჩია, რაც მოცემულ ვითარებაში დაუშვებელია.

დღის ამბები