ბელგიელმა ენთუზიასტებმა მორიგი საახალწლო რიტუალი შეასრულეს. ისინი ტრადიციულად ოსტენდის ნაპირზე შეიკრიბნენ, ჯერ გარბენი მოაწყვეს შემდეგ კი, ყინვის მიუხედავად, ჩრდილოეთ ზღვაში შეცურეს.
ნაწილმა დაივინგის კოსტიუმები მოირგო, ზოგიერთი კი სანტა კლაუსის ფორმაში იყო ჩაცმული.
რიგით 27-ე საახალწლო მარათონში 4500 ადამიანი მონაწილეობდა.