25 აპრილი 2024,   16:52
ვრცლად
3 წელი "შარლი ებდოს" ტერაქტიდან

საფრანგეთში ტერაქტების შედეგად დაღუპულებს იხსენებენ. ზუსტად სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ტერორისტებმა პარიზში, შარლი ებდოს რედაქციაზე და ებრაულ მაღაზიაზე მოაწყვეს თავდასხმები.

მაშინ ტერაქტების შედეგად 11 ადამიანი დაიღუპა. მოკლულებს შორის არიან შარლი ებდოს თანამშრომლები და მთავარი რედაქტორიც, რომელიც ჟურნალის ყდაზე წინასწარმეტყველი მუჰამედის კარიკატურის განთავსებაზე იყო პასუხისმგებელი.

მათი ხსოვნისადმი მიძღვნილი ცერემონია სატირული ჟურნალის რედაქციასთან გაიმართა.

ცერემონიაზე მივიდა საფრანგეთის პრეზიდენტიც. ემანუელ მაკრონმა მემორიალი ყვავილებით შეამკო და პარიზის მერთან ერთად გარდაცვლილებს წუთიერი დუმილით პატივი მიაგო. 

დღის ამბები