20 აპრილი 2024,   09:51
ვრცლად
დასჯა, იძულება, უკეთეს შედგეს კი არ გვაძლევს, არამედ ბევრი ადამიანის დამსხვრეულ ცხოვრებას გვაძლევს - გიორგი მარგველაშვილი ნარკოპოლიტიკაზე

„დასჯა, იძულება, წლების, ათწლეულების მანძილზე უკეთეს შედგეს კი არ გვაძლევს, არამედ ბევრი ადამიანის დამსხვრეულ ცხოვრებას გვაძლევს,“ - ეს განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა, ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით გააკეთა.

პრეზიდენტის შეფასებით, ნარკოპოლიტიკა უფრო ჰუმანური უნდა გახდეს.

„ჩემთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის საკითხი, რაც ეხება ნარკოპოლიტიკას და მე არა ერთხელ გამისვამს ამისთვის ხაზი, რომ ჩვენ ქვეყანაში და ნებისმიერ ქვეყანაში, ალბათ, როდესაც ჩვენ ვხედავთ იმას, რომ დასჯა, იძულება წლების, ათწლეულების მანძილზე უკეთეს შედგეს კი არ გვაძლევს, არამედ ბევრი ადამიანის დამსხვრეულ ცხოვრებას გვაძლევს, ალბათ, უნდა დავფიქრდეთ იმის თაობაზე, იქნებ ჯობია, რაღაცნაირად, სხვანაირად მოვუაროთ ამ სირთულეს ჩვენ საზოგადოებაში და ვიფიქროთ, უფრო როგორ შევამსუბუქოთ და უფრო ადამიანური გავხადოთ ნარკოპოლიტიკა,“ - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

დღეს სამების საკათედრო ტაძარში ილია მეორემ საშობაო ეპისტოლეში ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებით ისაუბრა.

დღის ამბები