25 აპრილი 2024,   06:06
ვრცლად
ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანები არ უნდა მიდიოდნენ ციხეში - კახა კალაძე

"ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანები არ უნდა მიდიოდნენ ციხეში,“ - ეს განცხადება დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ, ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში გააკეთა.

თბილისის მერის აზრით, ნარკოპოლიტიკა ქვეყანაში მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემაა.

„ყურადღება იქნა გამახვილებული ნარკოპოლიტიკაზე. ეს არის ძალიან სენსიტიური და მნიშვნელოვანი მიმართულება. რა თქმა უნდა, ჯანსაღი ცხოვრების წესი არის ძალიან მნიშვნელოვანი, მაგრამ ამავდროულად, ნარკოტიკის მოხმარებისთვის ადამიანები არ უნდა მიდიოდნენ ციხეში. შესაბამისად, მე მინდა გითხრათ, რომ ვეთანხმები იმას, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ნარკოპოლიტიკის შემუშავებისას, ძალიან ძირფესვიანად იქნას შესწავლილი არსებული პრობლემები, არსებული რეალობა და ამ ყველაფრის შესაბამისად იქნეს გადაწყვეტილებები მიღებული,“ - აცხადებს კახი კალაძე.

დღის ამბები