16 აპრილი 2024,   09:34
ვრცლად
ისტორული შენობის ნაცვლად სასტუმრო კომპლექსი - თოიძის სახელობის ყოფილი სამხატვრო სასწავლებელი დემონტაჟის მოლოდინშია 

ძველ თბილისში მდებარე ისტორიული შენობა, დემონტაჟის მოლოდინშია. თოიძის სახელობის ყოფილ სამხატვრო სასწავლებელში მალე შესაძლოა სასტუმრო კომპლექსი განთავსდეს. ისტორიული შენობა თვენახევრის წინ აუქციონის წესით ეკონომიკის სამინისტრომ გაყიდა. თითქმის 2 საუკუნოვან შენობას კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი არ აქვს, პირვანდელი სახით შენობას მხოლოდ ერთი წარწერა შემორჩა. მთავარი შესასვლელის თავზე წერია, რომ აქ საუკუნის წინ დიდი მხატვრების სალონი იყო.

ხელოვნებათმცოდნე ცირა ელისაშვილმა შენობის დანგრევამდე დღეს ბოლო ფოტოები გადაიღო. ის ამბობს, რომ ჭონქაძის ქუჩაზე ამ შენობის დემონტაჟმა შესაძლოა თბილისის ისტორიულ ნაწილს მნიშვნელოვანი პრობლემა შეუქმნას, სამხატვრო სასწავლებლის ყოფილი შენობის დანგრევით შესაძლოა იუნესკომ საბოლოოდ თქვას უარი თბილისის დაცვაზე.

ჭონქაძის 21 ნომერი, სადაც ახლა ყოფილი სამხატვრო სასწავლებლის შენობა დგას, კომპანია "ასტორია თბილისის" საკუთრებაა. მერია აუქციონში გამარჯვებულ ინვესტორს შენობის დანგრევაზე უარს ეუბნება და მას კონკრეტულ პირობებს უყენებს. კომპანიას, რომელმაც ობიექტი აუქციონზე 12 მილიონ ლარად შეიძინა, მშენებლობის დაწყება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეეძლება, თუ შენობის ფასადს შეინარჩუნებს.

მერიისგან განსხვავებული პირობებით გაყიდა ისტორიული შენობა ეკონომიკის სამინისტრომ. პირობებში არაფერი ეწერა შენობის იერსახის შენარჩუნებაზე. შენობაში წუხელ კი მოულოდნელად ხანძარი გაჩნდა.

დღის ამბები