19 აპრილი 2024,   22:53
ვრცლად
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის გამოძიება - პროკურატურა დაცვის მხარის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი ორი მოზარდის მკვლელობის საქმეზე წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. პროცესი ცოტა ხნის წინ დაიწყო. მხარეებმა მტკიცებულებების დასაშვებობაზე უნდა იმსჯელონ. დღესვე სასამართლო ბრალდებულებისთვის შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებასაც გადასინჯავს.  

პროკურორმა სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა, თუმცა მან ჟურნალისტების კითხვებს კონკრეტულად არ უპასუხა. 

„ზოგადად კომენტარს გავაკეთებ. საქმის მასალების მიხედვით, ვისზეც არის დაზიანებები მიყენებული, ყველა პირი არის იდენტიფიცირებული. ყველა პირს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა და ამ კუთხითაც მიმდინარეობს გამოძიება. რაც შეეხება დაცვის მხარის მტკიცებას, რომ საქმეზე არაობიექტურად ჩატარდა გამოძიება და არ არის სრულყოფილად ჩატარებული გამოძიება, არის სიცრუე და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად,“ - განაცხადა პროკურორმა, ზვიად ფხაკაძემ.

ადვოკატები სხვადასხვა შუამდგომლობას დააყენებენ, მათ შორის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლასთან დაკავშირებით.

პროცესის დაწყებამდე ადვოკატმა, ეკატერინე მაჭარაშვილმა "კურიერის" ინფორმაცია დაადასტურა, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეში კიდევ ერთი დაჭრილი მოზარდი ფიგურირებს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები