16 აპრილი 2024,   08:00
ვრცლად
"საქართველოს საზღვრები დაცულია"- პანკისში ჩატარებულ სპეცოპერაციას მმართველი გუნდი ეხმაურება

პანკისში ჩატარებული მორიგ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებები საპარლამენტო უმრავლესობაში გაკეთდა. მმართველ გუნდში აღნიშნავენ, რომ ნებისმიერი ღონისძიება ისეა დაგეგმილი, რომ ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს. „ქართული ოცნების“ წევრების თქმით, საქართველოს საზღვრები დაცულია.

„საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სტაბილურობა იყოს გარანტირებული, ქვეყნის უსაფრთხოება იყოს გარანტირებული და სწორედ ამას ემსახურება ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურების ძალიან ეფექტიანი მუშაობა. საქართველოს საზღვრები დაცულია, მაგრამ მსოფლიოში ჯერ არავის არ გამოუგონია მეთოდი, ღონისძიება, რომელიც ტერორიზმის საფრთხეს ნულამდე დაიყვანდა. არის გარკვეული ქმედებები ტერორისტების მხრიდან, როდესაც ისინი შეუმჩნევლად რჩებიან სხვადახვა მაქინაციური ქმედებებით, მთავარია, რომ მათ ვერ მოახერხონ, რომ ზიანი მიაყენონ ჩვენს მოსახლეობას,“- განაცხადა სოფო კილაძემ. 

სოფელ ომალოში ზურაბ იდოიძის სახლში სამართალდამცავებმა ჩხრეკა ჩაატარეს. მანამდე კი ის ტერორიზმის დაფინანსების, ტერორისტული საქმიანობის სხვაგვარი მატერიალური მხარდაჭერის და რესურსებით უზრუნველყოფის ბრალდებით ახმეტაში დააკავეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები