24 აპრილი 2024,   15:41
ვრცლად
51-ე სკოლის 2 მოსწავლის მოკვლის გარდა, სხვა მოზარდების დაჭრის ფაქტს, საქმეში არსებული მასალები უკვე ოფიციალურად ადასტურებს

ხორავას ქუჩაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევისას 51-ე სკოლის 2 მოსწავლის მოკვლის გარდა სხვა მოზარდებიც დაჭრის ფაქტს, საქმეში არსებული მასალები უკვე ოფიციალურად ადასტურებს. ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული მკვლელობის საქმეზე დღეს სასამართლო პროცესი დაიწყო.

ბრალდებულთა მიმალვის, გამოძიებისთვის ხელის შეშლისა და მტკიცებულებათა განადგურების მოტივით მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა არ შეცვალა.

დახურულ სასამართლო სხდომას ორივე არასრულწლოვანი ბრალდებული, მათი დამცველები და პროკურორები ესწრებოდნენ. თანატოლების მკვლელობაში ბრალდებული მოზარდები დუმილის უფლებით სარგებლობენ.

პროკურატურაში, ჯერჯერობით, არ იციან დაჭრილ მოზარდებს ჭრილობები, ვინ და რომელი იარაღით მიაყენეს. ოფიციალურად, საქმეში მხოლოდ 2 ცივი იარაღი დევს.

ბრალდებული მოზარდების ადვოკატებმა გამოძიება დღესაც არაობიექტურობასა და საქმეზე არასრულყოფილად მუშაობაში დაადანაშაულეს.

ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობიდან 40 დღე გავიდა. გამოძიებას დაკითხული ჰყავს ასზე მეტი მოწმე. შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია 2 ცივი იარაღი.

მოკლულ დავით სარალიძეს 14 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, ლევან დადუნაშვილს 2. საქმის წინა სასამართლო სხდომა ხვალ 15 საათზე გაგრძელდება.

დღის ამბები