16 აპრილი 2024,   09:24
ვრცლად
დენსა და გაზზე გაზრდილი ტარიფის გამო შესაძლოა პური გაძვირდეს

ლექტროენერგიასა და ბუნებრივ აირზე ტარიფების მატება შესაძლოა მალე პურპროდუქტების ფასზეც აისახება. ჯერჯერობით უცნობია ზუსტად რამდენით მოიმატებს თუმცა ვარაუდობენ, რომ მოსახლეობას პურში 5-10 თეთრით მეტის გადახდა მოუწევს. მცირე საცხობებში ამბობენ, რომ დენსა და გაზზე ტარიფის გაზრდას თან დაერთო გაძვირებული ფქვილიც. ამიტომ პურზე ფასის მატება გარდაუვალია.

იმის შესახებ, რომ ბუნებრივ აირსა და ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფები პურზე აუცილებლად აისახება ადასტურებს პურპროდუქტების ასოციაცია. გაერთიანების პრეზიდენტი ვარაუდობს, რომ ან პური გაძვირდება ან მეწარმეები იძულებულები იქნებიან მისი წონა შეამცირონ.

ამ ინფორმაციას პურის მწარმოებელი დიდი კომპანიები არ ადასტურებენ. 

დღის ამბები