25 აპრილი 2024,   18:00
ვრცლად
სნოს მოსახლეობის პროტესტის მიუხედავად, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობა მაინც მიმდინარეობს

პროტესტის მიუხედავად, სოფელ სნოში ორი დღეა, მძიმე ტექნიკა მუშაობს. მთის ფერდობზე, ქსანი-სტეფანწმინდის მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის მშენებლობა მიმდინარეობს. ტერიტორია წლებია, ხართიშვილების ოჯახის საკუთრებაა, თუმცა ადგილობრივები აცხადებენ, რომ მიწის ნაკვეთი მშენებლობის ნებართვის მარტივად მისაღებად უცნობ პირებზე გაფორმდა.

სადავო მიწებთან დაკავშირებით იციან ყაზბეგის მერიაში. უწყებაში აცხადებენ, რომ რამდენიმე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა და მიუხედავად იმისა, რომ იუსტიციის სამინისტროს ინფორმაცია მიაწოდეს, ნაკვეთების დარეგისტრირება მაინც მოხდა.

გადამცემი ხაზი სნოში, სავარაუდოდ, პატრიარქის რეზიდენციასთანაც გაივლის.

ადგილობრივებმა სოფლის ცენტრში საპროტესტო აქცია გამართეს და მშენებლობის შეჩერება მოითხოვეს. მათი თქმით, სადენი მათი საცხოვრებელი სახლებიდან რამდენიმე მეტრში გადის, რის გამოც ტერიტორია მათთვის გამოუსადეგარი ხდება. მოსახლეობა არ გამორიცხავს, რომ გადამცემი ხაზის მშენებლობას შესაძლოა, სოფელში მეწყრული პროცესების განვითარება მოჰყვეს.  

ადგილობრივები ითხოვენ, გადაცემი ხაზი ალტერნატიულ ტერიტორიაზე გატარდეს. მოსახლეობა მშენებელ კომპანიას შესაბამის ადგილსაც სთავაზობს.

გადამცემი ხაზის მშენებელ კომპანიაში მოსახლეობის ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები