23 აპრილი 2024,   21:29
ვრცლად
მასშტაბური სამაშველო ოპერაცია კალიფორნიაში - გადაუღებელ წვიმას წყალდიდობა და მსხვერპლი მოჰყვა

კალიფორნიაში მასშტაბური სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. შტატის სამხრეთში გადაუღებელ წვიმას წყალდიდობა და მსხვერპლი მოჰყვა. სანტა ბარბარას დასახლებაში მეწყერი ჩამოწვა.

მიწის მასამ საცხოვრებელი სახლები ჩაიტანა. დაღუპულია 13 ადამიანი, არიან დაშავებულებიც. სტიქიით დაზარალებული რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია მიმდინარეობს.

ოპერაციაში მაშველებთან ერთად, სამხედრო დანაყოფები და ავიაციაა ჩართული. საკუთარი სახლების მიტოვება ათასამდე ადამიანს მოუხდა.

დღის ამბები