23 აპრილი 2024,   23:24
ვრცლად
შვეიცარიის ალპური ზონა დიდთოვლობის გამო პარალიზებულია - ათასობით ადამიანი იზოლაციაში აღმოჩნდა

შვეიცარიის ალპური ზონა დიდთოვლობის გამო პარალიზებულია. უხვმა ნალექმა საკურორტო ზონაში საავტომობილო გზები და სარკინგზო მაგისტრალები ჩახერგა, რის გამოც ათასობით ადამიანი იზოლაციაში აღმოჩნდა. ყველაზე რთული ვითარება ცერმატის სამთო-სათხილამურო კურორტზეა, აქ 13 ათასი ტურისტია ბლოკირებული. 

დიდთოვლობამ ელექტროგადამცემი ხაზებიც დააზიანა. დამსვენებლებს სასტუმროების დატოვების საშუალებას არ აძლევენ. ზვავსაშიშროების გამო დაიხურა სათხილამურო ტრასები და საფეხმავლო ბილიკები.

ანალოგიური ვითარებაა იტალიისა და საფრანგეთის ალპებშიც. ძლიერი თოვისა და ზვავსაშიშროების გამო, რამდენიმე კურორტზე განგაშის მეოთხე, წითელი დონეა გამოცხადებული.

დღის ამბები