19 აპრილი 2024,   16:41
ვრცლად
ზვიად კუპრავას ცემის ფაქტზე ერთი პირია დაკავებული

ზვიად კუპრავას ცემის ფაქტზე სამართალდამცავებმა ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ განცხადებას შსს-ს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ აყვანილია 1970 წელს დაბადებული გ.დ. რომელსაც ბრალად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება და სხვისი ნივთის დაზიანება ედება.

შეგახსენებთ, რომ  არასამთავრობო ორგანიზაცია ”სამართალდამცველთა რეფორმირების ცენტრის” ხელმძღვანელს ზვიად კუპრავას საკუთარი სახლის სადარბაზოში გვიან ღამით ფიზიკურად გაუსწორდნენ. მას დაზიანება თავის არეში აქვს. დაშავდა მასთან ერთად მყოფი მეუღლეც. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ისინი ღუდუშაურის კლინიკაში გადაიყვანა. თავდასხმის დროს მშობლებთან ერთად იმყოფებოდა მათი მცირეწლოვანი შვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები