19 აპრილი 2024,   06:04
ვრცლად
დაჯარიმებული ურთმელიძე, დეპუტატები და მინისტრები-პროკურატურა 7 მაღალჩინოსნის ქონებრივ საქმეს სწავლობს

პროკურატურა 7 მაღალჩინოსნის საქმეს სწავლობს. საგამოძიებო უწყება ჩინოვნიკებით საჯარო სამსახურის ბიუროს მიმართვის საფუძველზე დაინტერსდა. ირკვევა, რომ 7-მა პირმა კანონის მოთხოვნა არ შეასრულა და მის საკუთრებაში არსებული ქონება დეკლარაციაში არ ჩაწერა. პროკურორებმა უნდა დაადგინონ რა რაოდენობის თანხის ქონება დამალეს და რამდენი შემოსავალი მიიღეს დამალული ქონებიდან თანამდებობის ამ პირებმა. ამ ეტაპზე აღნიშნული ჩინოვნიკების ვინაობა არ სახელდება.

საჯარო სამსახურის ბიურომ რამდენიმე ათასი ჩინოვნიკის დეკლარაციიდან შემთხვევითობის პრინციპით 284 შეარჩია და დაადგინა, რომ 80 პროცენტს დოკუმენტი დარღვევებით აქვს შედგენილი. ისინი 1000 ლარით დაჯარიმდნენ. მათ შორის არიან თავდაცვის მოქმედი მინისტრი ლევან იზორია და განათლების ყოფილი მინისტრი თამარ სანიკიძე. დეკლარაციების შეცდომით შევსების გამო დაჯარიმდა პარლამენტის 12 წევრი. 

საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ დაჯარიმებულ პირებს შორის არიან მოსამართლეებიც. უძრავი ქონების შესახებ მონაცემების არასწორად დეკლარირების გამო დააჯარიმეს „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლემ თამაზ ურთმელიძეც.   

დღის ამბები