18 აპრილი 2024,   23:01
ვრცლად
ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი ვარაუდობს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ორი ტყვია აქვს მოხვედრილი

4-საათიანი ექსპერიტიზის დასრულების შემდეგ დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი დეტალებზე ჯერ ვერ საუბრობს, თუმცა ვარაუდობს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ორი ტყვია აქვს მოხვედრილი. ექსპერიტიზის შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.

გარდაცვლილის ცხედარი მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკიდან ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. ოჯახი თავდაპირველად ექსპერტიზის წინააღმდეგი იყო, თუმცა ადვოკატმა დაარწმუნა, რომ კითხვებზე პასუხის გასაცემად, პროცედურა აუცილებელი იყო.

ექსპერტიზაში მონაწილებდა ოჯახის მიერ დაქირავებული ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი, რომელიც დეტალებზე ჯერ ვერ საუბრობს, თუმცა ვარაუდობს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილს ორი ტყვი აქვს ნასროლი.

სპეცრაზმელის მიერ თავში დაჭრილ თემირლან მაჩალიკაშვილს ღამით გული სამჯერ გაუჩერდა, ბოლო მეოთხე შემთხვევა კი საბედისწერო აღმოჩნდა. დღეს დილით მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკის ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.

პანკისში 26 დეკემბრის სპეცოპერაციის დროს დაჭრილ 19 წლის მაჩალიკაშვილს თურქეთში, „კოჩის“ კლინიკაში გადასაყვანად ამზადებდნენ.

„უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის“ იურისტი, რომელიც მაჩალიკაშვილის საქმეს იკვლევს, ამბობს, რომ 19 წლის პანკისელი ახალგაზრდა მოკლეს. საქმის შესწავლა უკვე დაიწყო სახალხო დამცველმა.

ავტორი: ნინო გაზდელიანი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები