19 აპრილი 2024,   02:37
ვრცლად
მიწის ქვეშ აღმოჩენილი ორნამენტებიანი ქვები ახალციხეში - სპეციალისტები შესაძლო უნიკალურ აღმოჩენაზე საუბრობენ

ახალციხეში, მიწის ქვეშ ორნამენტებიანი ქვები აღმოაჩინეს. არქივის შენობის რეაბილიტაციის დროს გათხრილი, მიწით დაფარულ ქვითკირის ნაგებობის ნარჩენებს ახლა სპეციალისტები სწავლობენ. წინასწარი ინფორმაციით, შესაძლოა საქმე 3 საუკუნის წინანდელ უნიკალურ აღმოჩენასთან გვქონდეს. უხუცესებს ახსოვთ, რომ ტერიტორიაზე მეჩეთიც იდგა. ერთადერთი, რაც ვერავინ დაადგინა ისაა, მეჩეთი თავისუფალ ტერიტორიაზე აშენდა თუ ეკლესიის ნანგრევზე. შესაძლოა მდინარე მარდას ნაპირზე ქრისტიანული ტაძარიც ყოფილიყო, რომელსაც მოგვიანებით სავარაუდოდ დანიშნულება შეუცვალეს. 

აღმოჩენილი ნანგრევების შესახებ, ჯერჯერობით, ინფორმაცია არავის მოუწოდებია მუსლიმთა გაერთიანებისთვის. ისინი ძეგლთა დაცვის სააგენტოს დასკვნას ელოდებიან, რომ საბოლოოდ დადგინდეს, 3 საუკუნის წინანდელი ნანგრევები ნამდვილად იყო თუ არა რელიგიური დანიშნულების შენობა.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო ახლა გეგმაზე მუშაობს, რომლის მიხედვითაც შესაძლოა, რაბათის ციხიდან რამდენიმე კილომეტრში ეს ტერიტორია ტურისტული ზონა გახდეს.

დღის ამბები