20 აპრილი 2024,   02:39
ვრცლად
ავარია ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე - გარდაცვლილია ერთი და დაშავდა 5 ადამიანი  

ავარია მოხდა ზუგდიდი-თბილისის ცენტრალურ მაგისტრალზე. სოფელ ხამისკურის მონაკვეთზე პიკაპის ტიპის სამხედრო მანქანა ბეტონის ელექტრო ბოძს დაეჯახა. ავტომობილში იმ დროს 6 სამხედრო იმყოფებოდა. ექვსივე საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა სამწუხაროდ ერთ-ერთის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ერთი დაშავებული მძიმე მდგომარეობაშია და მართვით სუნთქვაზეა. დარჩენილი 4 სამხედროს მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.

დღის ამბები