18 აპრილი 2024,   10:14
ვრცლად
"რატომ დახურეთ გადაცემა?" - კამათი დასავლეთ საქართველოს თეატრების ხელმძღვანელებსა და აჭარის ტელევიზიის დირექტორს შორის

ბათუმში დასავლეთ საქართველოს თეატრების ხელმძღვანელები და მსახიობები აჭარის ტელევიზიის ხელმძღვანელობას ხვდებიან. ისინი ითხოვენ განმარტებებს, რატომ დაიხურა ტელეგადაცემა "ტელესპექტაკლი". 

დასავლეთ საქართველოს თეატრების ხელმძღვანელები აჭარის ტელევიზიისგან გადაცემის აღდგენას ითხოვენ. 

„ნუ იზამთ იმას, რომ რეგიონული განვითარების პროექტი ყველას ერთად დაგვემხოს თავზე. ჩვენ ძალიან მაღალი ხმა გვაქვს,“- განაცხადა ოზურგეთის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ვასო ჩიგოგიძემ.

სამხატვრო ხელმძღვანელები ასევე ამბობენ, რომ გადაცემას ჰქონდა საგანმანათლებლო და პატრიოტული მნიშვნელობა და ის თეატრის პოპულარიზაციას უწყობდა ხელს.

"უფრო უარესი ხდება, შენ რომ ხარ დირექტორი,“- მიმართა ქუთაისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელმა, კოტე აბაშიძემ აჭარის ტელევიზიის დირექტორს, ნათია კაპანაძეს.

ტელევიზიის დირექტორი განმარტავს, რომ გადაცემას არ ჰქონდა საკუთარი რესურსი, ამასთან აჭარის ტელევიზიაში არსებობს ორი ალტერნატიული გადაცემა, რომელიც სწორედ თეატრალურ პრობლემებსა და შემოქმედებას ეძღვნება.

 

დღის ამბები