17 იანვარი 2018,   12:52
ვრცლად
სოლიდარობა პანკისს - მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია იმართება

მთავრობის ადმინისტრაციასთან პანკისის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს. შეკრება „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის“, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“, „თეთრი ხმაურის მოძრაობისა“, „აუდიტორია 115-ისა“ და „კავკასიური სახლის“ ინიციატივით დაიგეგმა.

სამოქალაქო სექტორის მოთხოვნაა, რომ სახელმწიფომ უზრუნველყოს სიმართლის დადგენა და ეფექტიანი გამოძიება 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმეზე.

არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები ასევე ითხოვენ, რომ სახელმწიფომ პანკისის ხეობის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება შეწყვიტოს.

შეკრებილების მოთხოვნაა, რომ ხელისუფლებამ უზრუნველყოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უკონტროლო ძალაუფლების შეზღუდვა, მასზე საპარლამენტო და საჯარო კონტროლის გაძლიერება და მომხდარზე პოლიტიკური პასუხისმგებლობის დაკისრება.

სამოქალაქო სექტორი ასევე ითხოვს, სახელმწიფომ შეასრულოს ყველა მოქალაქისთვის ღირსეული ცხოვრების და სამართლიანი პოლიტიკური გარემოს შექმნის ვალდებულება. 

ამავე თემაზე
დღის ამბები