20 აპრილი 2024,   17:38
ვრცლად
აშშ-ის სენატი საქართველოში პრორუსულ ძალებზე წერს - "პატრიოტთა ალიანსი" კი "ევროპული საქართველოს" გავლენებზე საუბრობს

საქართველოში პრორუსული ძალების გააქტიურებას აშშ-ის სენატის 206 გვერდიანი მოხსენების ერთ ნაწილი ეხება. ვრცელ მოხსენებაში დეტალურად არის აღწერილი იმ პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციების და მედია საშუალებების საქმიანობა, რომლებიც კრემლის ინტერესებს ატარებენ.

ამერიკელი სენატორები ფიქრობენ, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვება მკვეთრად გამოხატულმა პრორუსულმა პარტიამ „პატრიოტთა ალიანსმა“, რადიკალური სარედაქციო პოლიტიკის მქონე ტელეკომპანია „ობიექტივის“ დახმარებით შეძლო.

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი, დავით თარხან-მოურავი აცხადებს, რომ დოკუმენტის ტექსტზე გავლენა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ იქონია. დავით თარხან მოურავის თქმით, ბოკერიამ საქართველოში ჩამოსულ სენატის მოხსენებაზე მომუშავეთა ჯგუფს თავს საკუთარი მოსაზრებები მოახვია.

„ევროპულ საქართველოში“ კი, მათ საპასუხოდ აცხადებენ, რომ „პატრიოტთა ალიანსის“ უკან ხელისუფლება დგას და ამ პარტიის საშუალებით საკუთარ პრორუსულ გზავნილებს ახმოვანებს.

„მედიის განვითარების ფონდში“ ამბობენ, რომ „ობიექტივის“ რიტორიკა რუსული პროპაგანდის პატრიოტიზმად გასაღებაა.

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა გამოწვევების შესახებ ანგარიში 10 იანვარს გამოაქვეყნა. დოკუმენტში საქართველო-რუსეთის ურთიერთობებზე საუბარი 2008 წელს განხორციელებული აგრესიით იწყება.

სენატის წევრები წერენ, რომ 2008 წელს რუსეთმა სამხედრო აგრესიის გარდა, საქართველოს წინააღმდეგ პირველად განახორციელა კიბერთავდასხმაც.

ამავე თემაზე
დღის ამბები