20 აპრილი 2024,   18:40
ვრცლად
ნუცუბიძეზე დაკავებისას გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის საქმეზე გამოძიება შესაძლოა შეწყდეს

ნუცუბიძეზე დაკავებისას გარდაცვლილ პაატა პავლიაშვილთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიება შესაძლოა შეწყდეს. საქმე ეხება პოლიციელების მხრიდან შესაძლო უფლებამოსილების გადამეტებას.

პროცესის სავარაუდო შეწყვეტის მიზეზად, ექსპერტიზის დასკვნა სახელდება, რომლის მიხედვითაც, ვიდეო კადრები დამონტაჟებული არ არის და არც სამხრე კამერებიდან წაშლა ფიქსირდება. შესაბამისად, არ იკვეთება სამართალდამცველთა დანაშულიც.

საბოლოო გადაწყვეტილებას პროკურატურა უახლოეს პერიოდში მიიღებს.

ადვოკატის ინფორმაციით, რომელიც ქალაქის პროკურატურაში საქმის მასალებს გუშინ გაეცნო, ამბობს რომ გენერალურმა ინსპექციამ სამხრე კამერებთან დაკავშირებით შიდა მოკვლევა უნდა ჩაატაროს.

"მთავარ კითხვას, რაც პირველ რიგში ოჯახს და შემდეგ საზოგადოებას ქონდა, რა მოხდა პაატა პავლიაშვილის დაკავების დროს, სამწუხაროდ, პასუხი ვერ გაეცა, იმიტომ, რომ ვიდეო კადრი, რომელიც კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო ამ საქმეში, არ არის გადაღებული," - აცხადებს "საიას" სისხლის სამართლის ადვოკატი ლევან ვეფხვაძე. 

პაატა პავლიაშვილის მეუღლის თქმით, პატრულმა მიზანმიმართულად არ ჩართეს სამხრე კამერები. 

"ფაქტია, რომ მათ გაიგონეს ძალიან კარგად, რომ პაატა ეხვეწებოდა, ძალიან ბევრჯერ ეუბნებოდა, რომ ცუდად იყო, მაგრამ პატრულებმა ხელი არ გაუშვეს," - განაცხადა თინათინ ჭანკოტაძემ. 

დღის ამბები