25 აპრილი 2024,   03:53
ვრცლად
ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ყოფილი მეუღლის დაპატიმრებას ითხოვს

ოჯახური ძალადობის მსხვერპლი ძალადობაში ბრალდებული ყოფილი მეუღლის დაპატიმრებას ითხოვს. მაგდალენა გოშხეთელიანის თქმით, 3 იანვარს მასთან სახლში ყოფილი მეუღლე, გრიგოლ ბაკურაძე მივიდა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მას და მის მამას. 

ოჯახმა დახმარებისთვის საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ქუთაისის საქალაქო სასამართლომ კი, ბაკურაძეს აღმკვეთი ღონისძიების სახით მხოლოდ 3 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა და საპატიმროდან გაათავისუფლა.

დაზარალებული ოჯახი მოძალადისთვის აღმკვეთი ღონისძიების სახით, პატიმრობის შეფარდებას, ახლა უკვე სააპელაციო ინსტანციისგან მოითხოვს.   

დღის ამბები