19 აპრილი 2024,   21:32
ვრცლად
ევროკავშირი დონალდ ტრამპს ირანის ბირთვული გარიგების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს

ევროკავშირი დონალდ ტრამპს ირანის ბირთვული გარიგების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს. ბრიუსელში აცხადებენ, რომ ისტორიული გარიგება, რომელიც თეირანთან 6 ქვეყნის მონაწილეობით ობამას ადმინისტრაციის დროს გაფორმდა, ერთადერთი გზაა ირანის ბირთვული პროგრამის შესაკავებლად.

ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ ვაშინგტონში ირანის წინააღმდეგ მომზადებული დამატებითი სანქციები საფრთხეს შეუქმნის ისტორიული ბირთვული გარიგების შესრულებას და თეირანთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესს.

განცხადება ბრიუსელში ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაკეთდა. მუჰამად ჯავად ზარიფის ვიზიტი ბელგიის დედაქალაქში საპროტესტო აქციების ფონზე მიმდინარეობდა. ევროკომისიის შენობასთან ასობით ადამიანი შეიკრიბა და თეირანის რეპრესიულ რეჟიმს აპროტესტებდა.

აქციის მონაწილეებმა მიტინგზე იმ ადამიანების ფოტოები მიიტანეს, ვინც ირანში ბოლო საპროტესტო გამოსვლების შედეგად დაიღუპა.

დღის ამბები