20 აპრილი 2024,   16:23
ვრცლად
ჰოლივუდის კრიტიკოსთა გილდიამ წლის საუკეთესო კინო ნამუშევრები გამოავლინა

ოქროს გლობუსის ორგანიზატორების შემდეგ წლის საუკეთესო კინო ნამუშევრები ჰოლივუდის კრიტიკოსთა გილდიამ გამოავლინა. დაჯილდოების ცერემონია სანტა მონიკაში გაიმართა. საღამოს ტრიუმფატორი ისევ მექსიკელი რეჟისორი - გილერმო დელ ტორო იყო, რომელიც "წყლის ფორმის" შექმნისთვის კრიტიკოსთა რჩეული რეჟისორი გახდა. ნამუშევარმა წლის საუკეთესო ფილმის კატეგორიაშიც გაიმარჯვა.

კრიტიკოსთა რჩეულები წლის საუკეთესო მსახიობის კატეგორიებში - გარი ოლდმანი და ფრენსის მაკდორმანდი გახდნენ.

საუკეთესო ტელე შოუს კატეგორიაში ჯილდო "HBO"-ს სერიალს "დიდ პატარა ტყუილებს" გადაეცა. ამავე შოუში შესრულებული როლებისთვის კრიტიკოსებმა ნიკოლ კიდმანი, ალექსანდრ სკარსგარდი და ლორა დერნი დააჯილდოეს.

დღის ამბები