11 დეკემბერი 2018,   05:33
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" აჭარის მთავრობას კომუნალური ვაუჩერის ამუშავების ინიციატივით მიმართავს 

"ნაციონალური მოძრაობა" ახალი ინიციატივით მიმართავს აჭარის მთავრობას. მათი, თქმით ელექტრო ენერგიის გაძვირებასთან დაკავშირებით, სოციალურად დაუცველ ოჯახებს კომუნალური ვაუჩერები უნდა გადაეცეთ.

ოპოზიცია აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს ზურაბ პატარაძეს მოუწოდებს, გამოინახოს ბიუჯეტში შესაბამისი სახსრები და სოციალურად დაუცველ მოსახლეობას 300 ლარიანი ვაუჩერები დაურიგდეს.

“ნაციონალური მოძრაობის" ინიციატივა არის, რომ ამუშავდეს კომუნალური ვაუჩერი, 300 ლარიანი ვაუჩერი, რომელიც გადაეცემა სოციალურად დაუცველ ოჯახებს, მარტოხელა დედებს და პენსიონერებს. ჩვენ მოვუწოდებთ აჭარის მთავრობას, დაიწყოს კონსულტაციები პროგრამის შემუშავებასა და საბიუჯეტო თანხების გამონახვასთან დაკავშირებით. ამასთან ერთად, "ნაციონალური მოძრაობა" დაიწყებს ხელმოწერებს, მოსახლეობასთან ერთად და წერილობით წარადგენს აჭარის მთავრობაში ინიციატივას“ - განაცხადა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა გია აბულაძემ.  

დღის ამბები