23 აპრილი 2024,   20:53
ვრცლად
ლონდონის მერი დონალდ ტრამპის ვიზიტის გაუქმებას მიესალმება

ლონდონის მერი დონალდ ტრამპის ვიზიტის გაუქმებას მიესალმება. სადიკ ხანის განცხადებით, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, როდესაც დიდი ბრიტანეთის დედაქალაქში ჩასვლა და ახალი საელჩოს გახსნის ცერემონიაზე დასწრება გადაიფიქრა.

ლონდონის მერი განმარტავს, რომ ტრამპის ვიზიტს ლონდონში მასობრივი საპროტესტო აქციები მოჰყვებოდა. დიდ ბრიტანეთში ვიზიტის გაუქმების შესახებ დონალდ ტრამპმა Twitter-ზე დაწერა. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა განმარტა, რომ უკმაყოფილია ობამას ადმინისტრაციის მიერ ლონდონის ცენტრში ამერიკის საელჩოს შენობის დაბალ ფასად გაყიდვით და ასევე, ახალი საელჩოს მშენებლობის ხარჯებით.

„ეს არასარფიანი გარიგებაა. მათ უნდოდათ, რომ საელჩოს გახსნის ცერემონიაზე მე გამეჭრა ლენტი, მაგრამ არა!“ - წერს დონალდ ტრამპი.

დღის ამბები