იაპონიის პრემიერმინისტრის ლაინერს ფრენისას ფრაგმენტი მოძვრა. იაპონიის საჰაერო ძალების მეთაურობაში აცხადებენ, რომ ბოინგ 747-ს მარჯვენა ფრთის პანელი მოძვრა. ფრაგმენტი ნაპოვნი არ არის, რის გამოც ვარაუდობენ, რომ ინციდენტი ფრენის დროს მოხდა.
დაზიანება კუნძულ ჰოკაიდოს აეროდრომზე შენიშნეს, სადაც პრემიერი სამთავრობო დელეგაციის წევრებთან ერთად გუშინ ჩავიდა. პრემიერის ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ სინძო აბე დაზიანებული ლაინერის ბორტზე არ იმყოფებოდა.
ოფიციალური პირები ამტკიცებენ, რომ პრემიერმა ჰოკაიდომდე მეორე სამთავრობო ლაინერით იმგზავრა.